უკან

რეგიონები

28 დეკემბერი, 2017 12:50
font-size

გომარდულში ტურისტული სეზონი იხსნება

30 დეკემბერს, კურორტ გომარდულში ტურისტული სეზონი გაიხსნება. 5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი ვიზიტორების მიღებას ისევ შეძლებს. გახსნის ღონისძიებები კურორტზე 15:00 საათზე დაიწყება და 21:30 საათამდე გაგრძელდება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძების ფარგლებში გომარდულში მოეწყობა საახალწლო დეკორაციები, განათება, სცენა და კვების ობიექტი, დაიდგმება ნაძვის ხე, დაინთება კოცონი, იქნება ცოცხალი მუსიკა, ფოლკლორი, ბენდები, DJ და ფოიერვერკი. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისრიალონ თხილამურებზე, მოუსმინონ მუსიკას, დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები და სასმელები. ბავშვებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა თამაშები და სახალისო აქტოვობები. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახსნის. მას მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის ბათუმიდან (ბულვარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი) გომარდულის მიმართულებით, 11:00 საათიდან იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე 577 90 90 93 (91).

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი