უკან

ეკონომიკა

10 ივნისი, 2019 14:10
font-size

ისრაელის კომპანია საქართველოში ექსტრემალურ ტურებს იწყებს

ისრაელის კომპანია AclassA TRAVELERS საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის განვითარებას იწყებს. ის მოიცავს როგორც მოგზაურობას, ასევე აქტიურ დასვენებას.

ტურიზმის ეს სახეობა დამსვენებლთა იმ კატეგორიაზეა ორიენტირებული, რომელიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ახალ-ახალი სარისკო და ზღაპრული ობიექტებისა (მთები, ტბები, კანიონები...) და გართობის ძიებაშია. მათთვის საქართველო, თავისი უნიკალური ბუნებითა და მთებით, მსოფლიო ექსტრემალური ტურიზმის რუკაზე სიახლეა. ტრადიციულად, ექსტრიმ ტურების ძირითადი მომხმარებელი ფინანსურად შეძლებული ადამიანები არიან.

მსოფლიოში ექსტრემალური ტურიზმის პოპულარობა არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. ამჟამად მსოფლიოში ექსტრემალთა რიცხვი რამდენიმე მილიონს აღემატება.

დღეს რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში AclassA TRAVELERS-მა ტურებისა და ატრაქციონების პრეზენტაცია გამართა, ტურები კი დღეიდან დაიწყო.

კომპანიას ექსტრიმ ტურებისთვის სპეცმანქანები ისრაელიდან შემოიყვანა. კომპანიის წარმომადგენელი ასაფ არცი საქართველოთი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ თბილისში ჩატარებული საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმზე დაინტერესდა. ის ისრაელში ცნობილია, როგორც სპეცმანქანების დისტრიბიუტორი.

კომპანიის მფლობელობაშია ექსტრიმ ჯიპები, რალის მანქანები, ვერტმფრენები და სხვა სპეცტექნიკა. მან უკვე განახორციელა 1 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია და ერთდროულად შეძლებს რამდენიმე ათეული ტურისტის მომსახურებას.

ექსტრემალური ტური ორგანიზებულად მიმდინარეობს. ტურს მიყვება სატვირთო მანქანა, რომელსაც გადააქვს ერთი ექსტრიმ ჯიპი, რომელიც რეზერვის როლს ასრულებს.

ისრაელის კომპანია აპირებს საქართველოში განავითაროს ექსტრემალური ტურიზმის რამდენიმე წამყვანი სახეობა, მათ შორის ჯიპტური, ალპინიზმი, დაივინგი (ყვინთვა), პარაშუტით ხტომა, პარაპლანერიზმი, მთებიდან მოტოციკლით დაშვება, ნადირობა (https://www.youtube.com/watch?v=bvN_DXcLl2g&feature=youtu.be&fbclid=IwAR3lqnIzwUJuQPXkHF3nWwZsTwypU-S9OGK737-8NHNgbmcQkuAIx8GBlRY).

ექსტრემალური ტურები საქართველოში დღეიდან დაიწყო და ის ძირითადად მთაში განხორციელდება. ტურის ფასები 299 დოლარიდან 4999 დოლარამდეა.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია ტურიზმის ამ ძვირადღირებული სახეობის - ექსტრიმტურების განვითარებაში. საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ისრაელის კომპანიის მიერ საქართველოში ასეთი ტურების დაწყება მსოფლიოს სულ სხვა საქართველოს გააცნობს და ამასთან მოიზიდავს შეძლებულ ტურისტებს.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი