უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

27 მარტი, 2017 12:20
font-size

`ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე.` - საქართველო გლობალური ფულის კვირეულს აღნიშნავს

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, კომერციული ბანკების, ტექნოპარკის, საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით გლობალური ფულის კვირეული საქართველოში წელს უკვე მეოთხედ აღინიშნება.

გლობალური ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის თვეში იმართება, და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური და ეკონომიკური ცოდნის ამაღლებას. კვირეულის ფარგლებში, ბავშვები და ახალგაზრდები ერთვებიან ფინანსების, ბავშვთა უფლებებისა და მეწარმეობის საკითხების შესახებ საუბარში. წლევანდელი კვირეულის გზავნილია: "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე."

გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში მრავალი ღონისძიება და აქტივობა არის დაგეგმილი, საქართველოს ეროვნული ბანკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის ორგანიზებით, ჩატარდება ხატვის, ფოტოგრაფიისა და ესსეების კონკურსი ბავშვებისთვის საინტერესო ფინანსურ და სამეწარმეო თემებზე. საუკეთესო ნაშრომების შედარებით მცირეწლოვან ავტორებს საქართველოს ეროვნული ბანკი ყვარელში, ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც მოსწავლეები მოისმენენ ლექციას ეროვნული ბანკის ისტორიისა და ფუნქციების, კომერციული ბანკების საქმიანობის, ფულის ისტორიისა და "გლობალური ფულის კვირეულის" შესახებ. გამარჯვებულ უფროსკლასელებს კი საქართველოს ეროვნული ბანკი საკასო ცენტრში მიიწვევს, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ადგილზე დაათვალიერონ საკასო ცენტრი, შემდგომ კი ახალგაზრდები ფინანსური განათლებისა დაჩართულობის საკითხებზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, კობა გვენეტაძესთან ერთად იმსჯელებენ, და მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს, მათ შორის, "ფინკა ბანკისგან". გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვები ეწვევიან ტექნოპარკს, სადაც მოისმენენ ლექციას ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის შესახებ, და გაეცნობიან სტარტაპების საქმიანობას.

წლევანდელი გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში კომერციული ბანკების ჩართულობით დაგეგმილია გარკვეული აქტივობები, კერძოდ, "ფინკა ბანკი", "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" ბავშვებს არაერთ სახალისო-შემეცნებით პროექტს შესთავაზებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-ინკუბატორი კი სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას განახორციელებს.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი