უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 თებერვალი, 2017 18:25
font-size

ხელშეკრულებითი სასოფლო-სამეურნეო წარმოების თემაზე ევროკავშირის მხარდაჭერით სემინარი გაიმართა

ხელშეკრულებით დარეგულირებული სასოფლო-სამეურნეო წარმოება (contract Farming), ანუ ფერმერსა და აგრობიზნესს შორის საქმიანი თანამშრომლობის მეთოდი ორდღიანი სემინარის ძირითად თემას წარმოადგენდა. ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ იქნა ორგანიზებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში.

სასოფლო-სამეურნეო ხელშეკრულება წარმოადგენს შეთანხმებას, რომელიც ფერმერსა და მისი პროდუქტის ჩამბარებელს (მყიდველს) შორის ურთიერთობის წესებს არეგულირებს. მსგავსი ხელშეკრულების ფარგლებში, ფერმერი ვალდებულებას იღებს კონკრეტული პროდუქტის წარმოებასა და ჩაბარებაზე, ხოლო მყიდველი - პროდუქტის შესყიდვაზე შეთანხმებულ ფასად. ხელშეკრულებითვე რეგულირდება წარმოების ტექნოლოგია, ხარისხი, ჩაბარების ვადები და სხვა პირობები. ხელშეკრულება სარგებლიანი უნდა იყოს როგორც მწარმოებლის, ასევე მყიდველისთვისაც.

საქართველოში ხელშეკრულებით სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე სემინარი პირველად ჩატარდა. ძირითადმა მომხსენებელმა, ბრაზილიის ვისოზას უნივერსიტეტის პროფესორმა კარლოს და სილვამ ყურადღება ხელშეკრულების საბაზისო ცნებებზე და საერთაშორისო ქეისებზე გაამახვილა.

„მსოფლიოში მზარდი ინტერესია სასოფლო-სამეურნეო ხელშეკრულებების მიმართ, რადგან ეს არის აღიარებული მექანიზმი ქვეყნებში სურსათისა და სოფლის მეურნეობის სისტემების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა პროფესორმა და სილვამ.

პრეზენტაციებს სასოფლო-სამეურნეო კონტრაქტების კონცეფციისა და იურიდიული ასპექტების შესახებ, დამსწრეთა შორის დისკუსიები მოჰყვა. მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, კერძო სექტორიდან, კვლევითი ორგანიზაციებიდან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ქართულ რეალობაში მსგავსი ხელშეკრულებების დანერგვაზე იმსჯელეს.

„ჩვენ ვცდილობთ ხელშეკრულებითი სასოფლო-სამეურნეო წარმოების საერთაშორისო გამოცდილება ქართულ საზოგადოებას გავაცნოთ. სწორად დარეგულირებული ურთიერთობა ფერმერსა და მყიდველს შორის, შემოსავალს გაუზრდის ფერმერს და მოგებას მოუტანს პროდუქტის ჩამბარებელსაც“, - განაცხადა FAO-ENPARD-ის პროექტის მენეჯერმა ლაშა დოლიძემ.

FAO-ს პროექტი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკური დახმარება -დაფინანსებულია ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ. პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 102 მილიონი ევროა. ENPARD-ის მიზანია საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევა.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი