უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
მოზაიკა
ხვალ უმეტეს რაიონში ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 20 ივნისისთვის არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +21, +26; მთაში +18, +23; მაღალ მთაში +14, +19 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +24, +29; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +16, +21 გრადუსი.
თბილისში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +27 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი