უკან

ეკონომიკა

13 ნოემბერი, 2018 14:45
font-size

კომერციულ ბანკებს სურთ, რომ საბანკო რეგულაციები პირველი იანვრიდან ამოქმედდეს

კომერციული ბანკები იმედოვნებენ, რომ საბანკო რეგულაციები პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებს განუცხადეს.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გრძელდება.

„კონსულტაციები მიმდინარეობს ბოლო სამი კვირის განმავლობაში. ამ საკითხზე მუშა ჯგუფი მუშაობს“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის თქმით კი, ბანკების სურვილია, რეგულაციებიდან გამოქვეყნებიდან ამოქმედებამდე ორი კვირა ან ერთი თვე გავიდეს.

„ჩვენი სურვილია, რომ ხელმოწერიდან, ანუ საბოლოო დოკუმენტის გამოქვეყნებიდან მის ძალაში შესვლამდე იყოს გარკვეული პერიოდი, ორი კვირა თუ ერთი თვე, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკებს, დანერგონ საკუთარ სისტემებში ახალი რეგულაციები. კონსულტაციები დღესაც მიმდინარეობს. მიდის რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობა“, – აღნიშნა კიკნაველიძემ.

„საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელის თქმით, უფრო დიდი ალბათობაა, რეგულაციები არა 15 ნოემბრისთვის, არამედ უფრო გვიან ამოქმედდეს.

ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედება თავდაპირველად პირველი ნოემბერს იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ცვლილებები მოგვიანებით შევა ძალაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი