უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 მაისი, 2018 17:20
font-size

ყველა გამსესხებელს აეკრძალება მომხმარებლისგან დაგირავებული ნივთის გარდა, სხვა ქონება მოითხოვოს - მამუკა ბახტაძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჭარბვალიანობის შემცირებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 5 პრინციპს ეფუძნება. მაგალითად, ორჯერ შემცირდება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი.

„საქართველოს მოსახლეობას შევპირდით, რომ საბანკო-საფინანსო სექტორში დავამკვიდრებდით ახალ, სამართლიანი თამაშის წესებს. დღეს წარმოგიდგენთ ძირითად ხუთ პრინციპს, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ინიციატივა:

ყველა გამსესხებელს აეკრძალება მომხმარებლისგან დაგირავებული ნივთის გარდა, სხვა ქონება მოითხოვოს;

ლომბარდებსა და კერძო გამსესხებლებს – ე.წ. მევახშეებს ეკრძალებათ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება;

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება 50 პროცენტის ოდენობით, რომელიც ორჯერ ნაკლებია ვიდრე დღეს არსებული 100 პროცენტი“, – თქვა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ მეოთხე პრინციპის თანახმად, „დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემა“ გაუქმდება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს კრედიტის საერთო მოცულობიდან.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „აღნიშნული თამაშის წესები გავრცელდება ყველაზე, მთელ ფინანსურ სექტორზე. აქ იგულისხმებიან ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები თუ კერძო გამსესხებლები, ყველა ვინც არის დაკავებული ფინანსური საქმიანობით“.

მისი შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს მაქსიმალური გამჭვირვალობის შეტანას საფინანსო სექტორში.

ბახტაძემ განაცხადა, რომ ლომბარდებს მიეცემათ გონივრული ვადა, რომ საქმიანობა დახვეწონ, განავითარონ და შექმნან ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც აღრიცხული იქნება ყველა დაგირავებული ნივთი, რათა მისივე თქმით, გამოირიცხოს კრიმინალური მომენტების ალბათობა.

ბახტაძე აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით 29 მაისს პრეზენტაციას გეგმავს, სადაც ჩამოთვლილ პრინციპებზე დეტალურად ისაუბრებს.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი