უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
ეკონომიკა
ლარის გაუფასურება გამოიწვია მთავრობის მიერ დაანონსებულმა გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ - ირაკლი ყიფიანი
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ირაკლი ყიფიანი ეროვნული ვალუტის რეკორდული დაცემის ტენდენციას მთავრობის მიერ დაანონსებულ პროგრამას უკავშირებს.
ის ფიქრობს, რომ მთავრობამ ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შეამციროს.
„ასე მძიმედ ლარის გაუფასურება გამოიწვია მთავრობის მიერ დაანონსებულმა გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ. რასაც ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, არის ლარის მასის მაქსიმალური შემცირება, რაც გამოხატულია ბიუროკრატიული ხარჯების სერიოზულ შემცირებაზე და ამ მიმართულებით მთავრობა არ ფიქრობს. შესაბამისად, მგონია, რომ მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე არ მოხდება პასუხისმგებლობის აღება, რაც არის სამწუხარო,“ - აცხადებს ირაკლი ყიფიანი.
ცნობისათვის: დღეს ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2. 7412 ლარი, გადამცვლელ ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ეს მაჩვენებელი 2 ლარსა და 80 თეთრს სცდება.
ნინო ექვთიმიშვილი