უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

28 ივლისი, 2017 11:30
font-size

ლევან დავითაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან, კასპის გამგებელ გოჩა გოჩიტაშვილთან და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.

ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და რაიონში არსებულ მთავარ გამოწვევებზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავარ გამოწვევად რაიონში აგროდაზღვევის სისტემა, მოსავლის სარეალიზაციო ბაზრები, მცენარეთა მოვლის საშუალებების ხარისხი და სარწყავი წყლის მიწოდება რჩება. მინისტრის განცხადებით, 2012 წლამდე საქართველოს მასშტაბით 40 ათასი ჰა სარწყავიანდებოდა, ამ ეტაპისთვის კი ეს ციფრი 3-ჯერ გაიზარდა და 110 ათას ჰექტრამდეა შესაძლებელი სარწყავი წყლით სარგებლობა. დაგეგმილია პროექტები და მელიორაციისა და ირიგაციის ახალი სტრატეგიის თანახმად, 2020 წლამდე უკვე 200 ათასი ჰა იქნება წყალუზრუნველყოფილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა მცენარეთა მოვლის საშუალებების რეალიზაციის მოწესრიგების კუთხით, ახლო მომავალში კი უკვე შესაძლებელი იქნება ბაზარზე ხარისხიანი საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფა, რომელიც ხარისხიანი მოსავლის გარანტიაა. ასევე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აგროდაზღვევის სისტემის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საპილოტე პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ 2013 წელს დაიწყო, სხვადასხვა რისკების მართვა დაემატება და ინტენსიური საფუძველი შეიქმნება, რომ მეტად ხელმისაწვდომი იყოს ფერმერებისთვის.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფლის მცხოვრებლებს „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები გააცნო, რომლის თანახმადაც 24 მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებს კიდევ 5 მუნიციპალიტეტი - კასპი, მცხეთა, საგარეჯო, წყალტუბო, ხაშური დაემატა.

მინისტრის განცხადებით, მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემას მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობისათვის. ეს არის 2 წლიანი პროგრამა, რისთვისაც სახელმწიფო გამოყოფს 6 მილიონ ლარს.

შეხვედრა კასპის გამგეობის შენობაში გაიმართა.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი