უკან

ეკონომიკა

26 აპრილი, 2017 14:55
font-size

ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის სურსათისა და მედიკამენტების უწყების აღმასრულებელ დირექტორს, ჰიშამ ბინ საად ალი-ჯადაეის შეხვდა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. საუდის არაბეთის მხარე, საქართველოდან ექსპორტის წახალისებისა და გამარტივების მიზნით, პირუტყვის ვეტერინარული საკარანტინო პუნქტების მოწყობის უზრუნველყოფით დაინტერესდა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში ყველაზე დიდი ქვეყანაა და ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია.

„საქართველოდან საუდის არაბეთში უკვე ხორციელდება ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი. მნიშვნელოვანია, განხორციელდეს გადამუშავებული პროდუქტის ექსპორტიც, რადგან მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას საქართველოში. შეხვედრაზე შევთანხმდით საქართველოდან დაკლული ცხვრის ხორცის ექსპორტის განხორციელების საკითხზე. საჭიროა გარკვეული პროცედურების გავლა, ჩვენი სასაკლაოების სისტემის აღიარება, რომ ორგანიზებულად მოხდეს ექსპორტის განხორციელება საუდის არაბეთის მიმართულებით. ერთობლივი საკარანტინო ზედამხედველობის შესახებ მიღწეული შეთანხმება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გაუადვილებს ოპერირებას, რაც საქართველოდან საუდის არაბეთის მიმართულებით აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან საუდის არაბეთში ექსპორტირებულია 7.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. 2015 წელთან შედარებით, ეს მონაცემი 68%-ითაა გაზრდილი. 2016 წელს მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში საუდის არაბეთის წილი 1.1%-ს შეადგენს. 2016 წელს, საქართველოდან საუდის არაბეთში ძირითადად ექსპორტირებულია ცოცხალი ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხილი, თივა, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, მინერალური წყლები და სხვა.

ქართულ დელეგაციას, მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი წარმოადგენენ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი