უკან

რეგიონები

27 მარტი, 2018 12:10
font-size

მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 10 მილიონი ლარი გამოიყო

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი ლარი რეგიონებში მნიშვნელოვანი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“ - მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის; 7 მილიონი ლარი კი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის ფარგლებში, რაც მთაში მცხოვრები ხალხისთვის ძალიან დიდი სიკეთეა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, საქართველოს 3700 დასახლებული პუნქტიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს. ამ პროგრამის მიზანია, არა მხოლოდ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა მთიან რეგიონებში, არამედ ბარიდანაც რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავიდეს და მთიან რეგიონებში დასახლდეს. პროგრამით გათვალისწინებული შეღავათებით, გასული წლის განმავლობაში, ისარგებლა 7 300-მდე ოჯახმა, რომელსაც შეეძინა შვილი - ეს არის პირველ ორ შვილზე დამატებით 100, ხოლო 3 და მეტ შვილზე დამატებით 200 ლარი; პროგრამით ისარგებლა 70 000-მდე პენსიონერმა და ეს გახლავთ 20%-იანი დანამატი პენსიაზე; სამედიცინო სფეროს 1600-მდე წარმომადგენელმა პენსიაზე 100%-იანი დანამატით ისარგებლა; პროგრამის ფარგლებში 35%-იანი დანამატით ისარგებლეს, როგორც სკოლებში, ისე პროფესიულ სასწავლებლებში დასაქმებულმა პედაგოგებმა; 80 000-მდე ოჯახმა ისარგებლა მოხმარებულ ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, გაფართოვდება და მთიან რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ეს არის ჩვენი პოლიტიკისა და სტრატეგიის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი, რომელსაც თანმიმდევრულად გავაგრძელებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი