ეკონომიკა


მეწარმე სუბიექტები 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე ვეღარ შეძლებენ
საქართველოს ეროვნული ბანკი შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე ვეღარ შეძლებენ.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2018 წლის 11 მარტიდან მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე, ეკრძალება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობა, მათ შორის რეკლამა.
,,შესაბამისად, ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლებზეც ვრცელდება ორგანული კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული შეზღუდვა, ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, 2018 წლის 11 მარტამდე, დარეგისტრირდეს ან მიიღოს შესაბამისი ლიცენზია საქართველოს ეროვნულ ბანკში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე nonbank@nbg.gov.ge ან შემდეგ ნომერზე 2 406 406“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
საკვანძო სიტყვები:

იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3 პროცენტით შემცირდა
13 აპრილი, 2021 , 11:37

ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს
8 აპრილი, 2021 , 17:30

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება
8 აპრილი, 2021 , 17:00

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
6 აპრილი, 2021 , 14:45

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
6 აპრილი, 2021 , 14:45
საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5 პროცენტით გაიზრდება - მსოფლიო ბანკი
31 მარტი, 2021 , 12:50