უკან

ეკონომიკა

6 ოქტომბერი, 2017 10:20
font-size

მიხეილ ჯანელიძე იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს ივან სკალფაროტოს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს იტალიური დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შედეგები. იტალიური მხარის მიერ აღინიშნა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლები კმაყოფილები არიან საქართველოში გამართული შეხვედრებით და არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები.

როგორც ივამ სკალფაროტომ აღნიშნა საქართველოში არის ყველა პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ მოიზიდოს უცხოური ინვესტიცია.

მიხეილ ჯანელიძემ იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს გააცნო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და მიმდინარე რეფორმები. ამასთან, მან გამოთქვა მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარებას.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვემსჯელა ყოვლისმომცველ თანამშრომლობაზე ორ ქვეყანას შორის. ნათლად ჩანს, რომ არსებობს ძლიერი ურთიერთ თავსებადობა ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის, ხოლო ჩვენი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ძალიან დაინტერესებულნი არიან. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სამ სფეროს: ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ძალიან ნათლად ჩანს, რომ ყველა სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უდიდესი შესაძლებლობები არსებობს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდგომ ივან სკალფაროტომ. \

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი