უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

27 აპრილი, 2019 11:45
font-size

`მსგავსი რამ არ ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი` – ფადი ასლი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, ფადი ასლის, თქმით, აშშ-ის კონგრესში შესული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საქართველოს სანქციები დაეკისროს, საქართველოს რეპუტაციაზე ძალიან ცუდად აისახება.

ამის შესახებ ფადი ასლი რუსთავი 2-თან ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ბიზნესის კეთების კუთხით მე-6 ადგილზეა, ამას აღარვინ დაიჯერებს.

"ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ბიზნეს გარემო არ არის ისეთი, როგორსაც მთავრობა წარმოაჩენს. სწორედ ამიტომ, საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინვესტორებმა ინტერესი დაკარგეს. ბოლო 5 წლის განავლობაში უამრავ ინვესტორს შეექმნა აქ პრობლემა. 20 წელია ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელიი ვარ და არ მახსოვს, რომ მსგავსი რამ ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი,"- ამბობს ფადი ასლი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოში მხოლოდ ის კომპანიებია თავისუფალი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ან მის პარტნიორებს ეკუთვნით.

დღეს საქართველოში თავისუფალი მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ან მის პარტნიორებს ეკუთვნით. რომელია თავისუფალი?- TBC, ანაკლია, ფრესკო თუ ომეგა... ასეთ ორგანიზაციებს პრობლემები აქვთ. ვიდრე მთავრობა უარყოფს ასეთი ვითარების არსებობას სიტუაცია იგივე დარჩება, ხელისუფლებამ, უნდა შეწყვიტოს ზეწოლა კომპანიებზე. დღეს მთავრობას აღარავინ ენდობა და ინვესტორებისთვის ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება,“-განაცხადა ფადი ასლიმ.

აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა, დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საქართველოს სანქციები დაუწესდეს.

ამ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სანქციები დაუწესდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ქვეყნის მთავრობის ქმედებები არღვევს ამერიკელ ბიზნესმენებთან დადებულ ხელშეკრულებებსა და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

სანქციები აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარებისა და კრედიტების აღების შეწყვეტას გულისხმობს, ასევე ამოქმედდება სავიზო შეზღუდვაც.

კანონპროექტი კონგრესში 28 თებერვალს დარეგისტრირდა, თავდაპირველად ის საგარეო საქმეთა კომიტეტში გადამისამართდა, ხოლო შემდეგ საიმიგრაციო და მოქალაქეობის საკითხებზე მომუშავე კომიტეტში.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი