უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოს სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს
მსოფლიო ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და მსოფლიო ბანკის სამთავრობო ვალისა და რისკ-მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე.
აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მხრიდან ტექნიკური დახმარების ფარგლებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ამ საკითხით დაინტერესებული საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება იქნება გაწეული.
„სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართავა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსოფლიო ბანკის სპეციალურმა მისიამ შემოგვთავაზა ამ საკითხზე ტექნიკური დახმარების გამოყოფა და ჩვენ ამ შეთავაზებით აუცილებლად ვისარგებლებთ. შესაბამისად, გავაუმჯობესებთ როგორც სახელმწიფო ვალის, ასევე ფისკალური რისკების მართვის მიმართულებას,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„მსოფლიო ბანკი მოხარულია საქართველოს გაუწიოს ნებისმიერი სახის მხარდაჭერა ფისკალური რისკების მართვისა და სახელმწიფო ვალის მართვის მიმართულებით. ივნისში ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში ორგანიზება გავუწიოთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების დიდი ჯგუფის მისიის ჩამოსვლას. ჩვენ საქართველოს მთავრობას შევთავაზეთ ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის კუთხით. ასე რომ, ეს არის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც მსოფლიო ბანკის ხაზინას აკავშირებს საქართველოს მთავრობასთან“ ,- აღნიშნა მსოფლიო ბანკის ხაზინის სამთავრობო ვალისა და რისკ-მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ჩოქსუნ ჩანგოზმა (Coskun Cangoz)