უკან
არქივი
რეგიონები
28 ივლისი, 2017 14:10
მტკვარში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო
გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მდინარე მტკვარში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, 14 წლის ბიჭი მდინარეში შევიდა და ის დინებამ გაიტაცა.
მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი შემთხვევის ადგილიდან 5კილომეტრის მოშორებით სოფელ ხიდისთავთან იპოვეს.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ნინო ექვთიმიშვილი