უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 თებერვალი, 2018 11:30
font-size

მცირე მეწარმეებისთვის ხუთჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მცირე მეწარმეებისთვის ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს ბრუნვის გადასახადის შემცირებას 5%-დან 1%-მდე.

ინიციატივა ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის.

პრემიერის განმარტებით, მცირე ბიზნესის კატეგორიაში შევა 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო.

„მცირე მეწარმეებისათვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განსაკუთრებით მცირე მეწარმეობის. მე პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს ვისაუბრე, რომ ჩვენ ვიწყებთ მეორე ტალღას მცირე ბიზნესის დახმარების, მას შემდეგ რაც წარმატებით ხორციელდება პროგრამები „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამები „დანერგე მომავალი“, და ა.შ.

ჩვენ შემოვდივართ ახალი ინიციატივით და მადლობა მამუკა ბახტაძეს, რომელმაც საინტერესო საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება წარმოადგინა მთავრობის სხდომაზე. ეს გახლავთ ინიციატივა მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათაინი რეჟიმის დაწესების თაობაზე. მცირე მეწარმეებისთვის ხუთჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს. ანუ 5%-იანი გადასახდი იქნება 1%-აინი ბრუნვის გადასახადი. ამასთან, მცირე მეწარმედ დღეს თუ ითვლება 100 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, 500 ათას ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება ამ კატეგორიაში. ეს არის მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და ახალი მეწარმეების წახალისება, რომლებსაც სურთ საქმიანობის წამოწყება“, -განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

ანა მებურიშვილი

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი