უკან

ეკონომიკა

28 აპრილი, 2017 13:13
font-size

პაშა ბანკი ბათუმში დაგეგმილი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია

2017 წლის 22-23 მაისს საკონსულტაციო კომპანია „IBF“-ის ორგანიზებით ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ღონისძიების პარტნიორია პაშა ბანკი.

ფორუმის მთავარი თემაა ლიდერობა და შესაბამისად, სპიკერების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სწორედ ლიდერის თვისებები და შესაბამისი გამოცდილება იყო. მოწვეული ექვსი სპიკერი სხვადასხვა სფეროს მოწინავე წარმომადგენელია:

პიერლუიჯი კოლინა - FIFA-ს მიერ ექვსჯერ აღიარებული „წლის საუკეთესო მსაჯი“, UEFA-ს მსაჯთა კომიტეტის წევრი:

მარშალ გოლდსმითი - ამერიკის ლიდერობის #1 ქოუჩი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნეს ტრენერი, 30-ზე მეტი პროფესიული სახელმძღვანელოს ავტორი, ბოლო ათწლეულის მსოფლიო მოაზროვნეთა 50-ეულის წევრი Thinkers50-ის მიხედვით;

კევინ გასკელი - კომპანიების „Porsche“ და „Lamborghini“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი
შონ ფიცპატრიკი - ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „All Blacks“ ყოფილი კაპიტანი, Front Row Leadership-ის დამფუძნებელი და დირექტორი;

დანანჯაია ჰეტიარაჩჩი - საჯარო გამოსვლების მსოფლიო ჩემპიონი (2014წ.), HR ექსპერტი და ქოუჩი
ჯონ კინგი - New York Times-ის მიერ აღიარებული ბესთსელერის „Tribal Leadership“-ის თანაავტორი,
სამოტივაციო სპიკერი.

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს დაესწრება 800-მდე სტუმარი 14 ქვეყნიდან, მათ შორის მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, სტარტაპები, დელეგატები სახელმწიფო სექტორიდან და ჟურნალისტები.

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი საინტერესო ბიზნეს-ღონისძიება ტარდება, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და უცხოელ დელეგატებს სხვადასხვა სექტორიდან. პაშა ბანკი ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს მსგავს პროექტებს. აღნიშნული ფორუმის თემატიკა და მოწვეული სპიკერები ცალსახად საინტერესო გამოცდილებას გაუზიარებენ დელეგატებს. მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი სხვა წამყვან ორგანიზაციებთან ერთად ამ ღონისძიების პარტნიორია.“ - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

„ეს არის უნიკალური ფორმატის მქონე ბიზნეს ფორუმი, რომელიც გააერთიანებს მსოფლიო კლასის სპიკერებს, ბიზნესის, სახელმწიფოს და მედიის წარმომადგენლებს. იქედან გამომდინარე, რომ ფორუმის მთავარი თემა იქნება “ლიდერობა”, სპიკერების შერჩევისას სწორედ ამ კრიტერიუმზე შევჩერდით. აღნიშნული ფორუმი შექმნის პლატფორმას, რომელიც დელეგატებს საშუალებას მისცემს საშუალებას, მოისმინონ და გაიზიარონ მსოფლიოში ცნობილი ბიზნეს სპიკერების და წარმატებული ადამიანების გამოცდილება.“ – განმარტავს გუგა კობახიძე, კომპანია „IBF“-ის დამფუძნებელი.

ღონისძიება 2017 წლის 22-23 მაისს, ბათუმში სასტუმრო ეიფორიაში გაიმართება. დაინტერესებულ პირებს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების და პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ვებ-გვერდზე: ibf.ge.

NS

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი