უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
რეგიონები
ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა - გურიის რწმუნებული
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას განცხადებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.
მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, მხარეებს შორის დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.
„შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ თანასოფლელები. მათ გაიხსენეს ისტორია, ძველი ურთიერთობები, ისაუბრეს იმის შესახებ, რომ უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. შეთანხმება შედგა. ქრისტიანები და მუსლიმები ილოცებენ ისე, როგორც ადრე. თუ იქნება ვინმეს მხრიდან რაიმე სახის პროვოკაცია, ეს ადმიანები ერთმანეთს დაუძახებენ. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე პირები მოახდენენ შესაბამის რეაგირებას, რათა არ მოხდეს ვითარების დაძაბვა“, – განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.