უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

26 ნოემბერი, 2021 12:06
font-size

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა ბათუმში

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა ბათუმში, სადაც დეპუტატები სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობენ. ადგილზე დაცვა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ "უწყინარი ხსნარი" დაღვარა, ამის შემდეგ ის პოლიციამ ძალის გამოყენებით შენობიდან გაიყვანა.

"არავის განმარტება არ გაუკეთებია, ჩვეულებრივად ვადაგასული სულიკო თებიძის დამცველები არიან ესენი, რომლებიც მუნდირის ღირსებაზე მალაპრაკებიან. ისე გამომიყვანეს შენობიდან, რომ არავის განმარტება არ გაუკეთებია, ერთადერთი რაც გავაკეთე საჯაროდ განვაცხადე, რომ მაქვს უწყინარი ხსნარი, რომელსაც აქვს სუნი, რომლის დაღვრის შემდეგაც დარბაზში გაჩერება არის შეუძლებელი, დავღვარე დარბაზში ეს, გამოცვივდნენ მთელი "ოცნების" დეპუტატები აივანზე, ვეღარ ატარებენ სხდომას", - თქვა ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ.

სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის დღის წესრიგში ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაა. ბიუჯეტის პროექტის განხილვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ.

სხდომის პარალელურად შენობის წინ იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და საკრებულოს ახალი წევრები. ისინი სხდომაზე შესვლას ითხოვენ. შენობას სამართალდამცველების კორდონი იცავს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი