უკან

მოზაიკა

17 სექტემბერი, 2021 15:46
font-size

რატომ არის საჭირო ორთოპედიული ბალიშის გამოყენება?

ადამიანები ორთოპედიულ ბალიშებს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყენებენ. ეს ფაქტი კი განაპირობა იმან, რომ ამ პროდუქტს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს საკმაოდ ეფექტურია. ორთოპედიული ბალიშის გამოყენება მიზანშეწონილია როგორც რაიმე სახის პათოლოგიის, ასევე დიდხანს ჯდომის, მგზავრობის ან უბრალოდ ძილის დარღვევის დროს. გარდა ამისა, ის აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ბუასილის პროგრესირებას.

რა ტიპის ორთოპედიული ბალიშები არსებობს?

როგორც აღვნიშნეთ, არსებობს სხვადასხვა სახის ორთოპედიული ბალიში განსხვავებული ჯანმრთელობის პრობლემების აღმოსაფხვრელად. მაგალითად, მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობისთვის სამგზავრო ბალიში გამოიყენება. მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას. თუ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა გიწევთ და კუდუსუნის არეში ტკივილს ხშირად გრძნობთ, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სავარძლის ბალიშის შეძენა. არსებობს ასევე ზურგის ბალიში, რომელიც წელს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს. ის დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან, იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ. თუ გულძმარვა გაწუხებთ, მაშინ რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში უნდა გამოიყენოთ.

კისრის ორთოპედიული ბალიში კი თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის არის განკუთვნილი.ის გაგიუმჯობესებთ ძილის ხარისხს,შეგიმსუბუქებთ ქრონიკურ თავის ტკივილსა და ოსტეოქონდროზის სიმპტომატიკას.

სად შევიძინოთ ორთოპედიული ბალიშები?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული ბალიშების ფართო არჩევანს სთავაზობს. აღნიშნული პროდუქცია ლატექსის მასალისგანაა დამზადებული,გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს,რომელიც იხსნება და ირეცხება,რაც გამოყენების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის.

სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ცნობილი თურქული ბრენდების - Morsa Cyberg /მორსასა და BERGER / ბერგერის ორთოპედიულ ბალიშებს საქართველოს მასშტაბით 14 მაღაზიაში სთავაზობს. მათი ღირებულება 65 ლარიდან 145 ლარამდე მერყეობს.

სასურველი პროდუქტის შეძენა თბილისის გარდა, გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე „ახალი ხედვის“ ორთოპედიულ მაღაზიებშია ხელმისაწვდომი. ასევე შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შერჩეული სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟიმში, შეკვეთას კი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში უმოკლეს ვადაში საკურიერო თუ საფოსტო მომსახურებით მიიღებთ.

NS

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი