უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 ივლისი, 2022 12:52
font-size

რეკომენდაციას ვიძლევი, დახურულ შენობებში ატაროთ პირბადე - ამირან გამყრელიძე

რეკომენდაციას ვიძლევი, დახურულ შენობებში ატაროთ პირბადე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველს არხს განუცხადა.

„მარტო საქართველოში არ ხდება. მთლიანად მსოფლიოში და ევროპის უმრავლეს ქვეყნებში, 42 ქვეყანაში იყო შემთხვევების ზრდა. ეს ძირითადად განპირობებულია „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამების, ე.წ. ბი-ეი-4 და ბი-ეი-5 -ის ცირკულაციით, რომელიც ხასიათდება უფრო მაღალი გადამდებლობით, ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ აგრესიულობა არ არის მეტი. ანუ უფრო მძიმედ არ მიმდინარეობს. მატება გვაქვს, გუშინ იყო 631 ახალი შემთხვევა, დღეს გვაქვს 756. წინა კვირასთან შედარებით, რომელსაც ვითვლით მთელი კვირისას, სამშაბათს დაახლოებით 2.4-ჯერ მეტი შემთხვევა იყო, ვიდრე ორი კვირის წინ. ანუ 2-3 კვირაა, რაც ახალი შემთხვევების ზრდა აღინიშნება. გარკვეულად მომატებულია დადებითობის მაჩვენებელი. სერიოზულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი.

დამძიმების ტენდენცია არ არის. საავადმყოფოში ხვდება ინფიცირებულთა 7-8 პროცენტი, მაგრამ თუ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა, გაიზრდება ზეწოლა საავადმყოფოებზეც. ამ ეტაპზე დაახლეობით 350 პაციენტი წევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დააზიანეს ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის ავტომანქანა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ფასადზე შეურაცხმყოფელი პლაკატებია გაკრული - „სტუდია მონიტორი“

10 მაისი, 2024 , 12:55

დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები - ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს ჯარიმა დაეკისრათ

10 მაისი, 2024 , 10:51

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის მაისში, 2 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესა

პრემიერ-მინისტრმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 მაისი, 2024 , 12:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დ

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, ამ დღეს მინდა, ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს მშვიდობა ვუსურვო - შალვა პაპუაშვილი

9 მაისი, 2024 , 11:55

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავიანთი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს

ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თემურ კუპატაძე

8 მაისი, 2024 , 17:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენ

არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება

8 მაისი, 2024 , 14:59

11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად "მშობლების მარში" გაიმართება. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ შეიკრიბებიან წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიასთან", 19:00 საათზე კი მარშით შეუერთდე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი