უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 ოქტომბერი, 2019 16:00
font-size

რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავში, სს „რუსთავის აზოტის“ კონდენსაციური ელექტროსადგურის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

კონდენსაციური ელექტროსადგური საწარმოს ენერგოხარჯებს 20 პროცენტით შეამცირებს. სადგური აღჭურვილია Siemens - ის ორთქლის ტურბინის გენერატორით, რომლის სიმძლავრეც 9 მვტ-ია.

„მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მომელოცა რუსთავის აზოტისთვის ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება. მსხვილ ენერგომომხმარებელ საწარმოებში, როგორიცაა „რუსთავის აზოტი“ ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ინერგება. ორთლის რესურსი, რომელიც იფრქვეოდა ატმოსფეროში, იმუშავებს საწარმოს სასარგებლოდ. ამით 20 პროცენტით ელექტროენერგიის მოხმარებას, ხოლო გამოთავისუფლებული ფულადი რესურსები მოხმარდება საწარმოში დასაქმებული 2000 ადამიანის ხელფასის გაზრდას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისი თქმით, სადღეისოდ, რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა.

აღსანიშნავია, რომ გენერატორი ელექტროენერგიას იმ ორთქლის მეშვეობით გამოიმუშავებს, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზე გამოიყოფა და აქამდე არ გამოიყენებოდა. ელექტროსადგური საწარმოს წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ელექტროენერგიის 20 პროცენტს უზრუნველყოფს.

კონდენსაციური ელექტროსადგურის პროექტისთვის „რუსთავის აზოტმა“ 5,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი