უკან

ეკონომიკა

6 ოქტომბერი, 2017 12:15
font-size

საბანკო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არაპროფილურ ბიზნესში არ უნდა ხვდებოდეს -ლევან კობერიძე

„როგორც კი საბანკო სექტორი არაპროფილურ საქმიანობას იწყებს, ეს მაშინვე აფერხებს ეკონომიკას. ეს არ არის ჩვენი მოგონილი“, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ლევან კობერიძემ რადიო კომერსანტის გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბანკებთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის ფინანსური მდგრადობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბანკების მდგრადობას. „ქართულმა ბანკებმა წლების განმავლობაში დაადასტურეს, რომ განვითარების მაღალ ხარისხზე არიან და დიდი წვლილი შეაქვთ ფინანსურ სტაბილურობაში. თუმცა ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც კი საბანკო სექტორი არაპროფილურ საქმიანობას იწყებს, ეს მაშინვე აფერხებს ეკონომიკას. ეს არ არის ჩვენი მოგონილი. საბანკო სფერო არის გამორჩეული, რომელსაც აქვს ბიზნესის კეთების გამორჩეული სტილი. როცა ბანკები იწყებენ არაპროფილური აქტივების ფლობას, რაც არ უნდა კეთილსინდისიერი მიზნები ჰქონდეთ, საბოლოო ჯამში მივდივართ კონკურენციის შეზღუდვასთან.

ერთ-ერთი მთავარი, რაც ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ანუ ფინანსური რესურსი, აკუმულირებულია სწორედ საბანკო სექტორში და შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს ჰოლდინგური თუ ჯგუფების მიერ ფლობა, ქმნის არაკონკურენტუნარიანი გარემოს. ჩვენ ვითხოვთ ეროვნული ბანკისგან, რომ მათი კონტროლი იყოს ძალიან მკაცრი და არ აღმოჩნდეს ე.წ. შავი ლაქები. ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ ახალ კანონპროექტზეც და ასეთი საერთო დასკვნა გამოვიტანეთ, რომ როდესაც ეროვნული ბანკი საინვესტიციო ფონდების ზედამხედველობაზე უარს ამბობს, ჩვენთვის ეს არის კანონის ნაკლი. ეს ყველაფერი თავის მოტყუებას ემსგავსება და ვფიქრობთ, რომ ამ სახით არ უნდა დარჩეს ეს კანონი, მითუმეტეს, რომ ერთ-ერთმა ბანკმა უკვე დააანონსა საინვესტიციო ფონდად და საბანკო ჯგუფად გაყოფა.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ რეალურ ფაქტებზე, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ სად მიდის ეს შემოსავალი, როდის აისახება თითოეულ ჩვენგანზე? თუ ჩვენ არ განვავითარეთ მცირე და საშუალო ბიზნესი, ძალიან რთული იქნება მოქალაქეებმა შეიგრძნონ ეს დოვლათი. რა თქმა უნდა, იმის მიზეზი, რომ ბევრი ინვესტორი თავს იკავებს ამა თუ იმ ბიზნესში თანხის ჩადებისგან, არის ბანკების მხრიდან არაპროფილური ბიზნესების ფლობა. თუ ჩვენ გვინდა რომ კონკურენცია გაძლიერდეს, მაშინ ყველა თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ. თუკი ინვესტორი ხედავს, რომ ბანკს თავისუფლად შეუძლია არაპროფილურ ბიზნესში შესვლა და მარეგულირებელი, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვერაფერს აკეთებს, ვერ ან არ აკონტროლებს, ინვესტიციას არ ჩადებს. ეროვნულ ბანკს ამისთვის საკმარისი რესურსი აქვს და შეუძლია უფრო ეფექტიანად მისი გამოყენება. მაგრამ თუკი საჭიროა დამატებითი ბერკეტები, ჩვენ მზად ვართ მივცეთ და ჩავდოთ ეს საკანონმდებლო ცვლილებებში, თუმცა ეს უნდა აღსრულდეს.

როგორ ხედავთ ეროვნული ბანკის როლს, რა რეფორმაა საჭირო?

–პირველ რიგში, არაპროფილური საქმიანობის კონტროლი, მეორე ეს არის კანონმდებლობასთან დაკავშირებით ის ცვლილება, რომელიც ახლა არის შემოსული და რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ფონდების ზედამხედველობა არ უნდა დაეკისროს ეროვნულ ბანკს, რაც ჩვენი აზრით, არის არასწორი.

ანუ თქვენ ამ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერთ?

–ჩვენ უკვე გვქონდა ამ საკითხზე საუბარი და იქვე დავაფიქსირეთ, რომ თუ ამ დოკუმენტში არ შევა ცვლილებები, მას მხარს არ დავუჭერთ. ადამიანებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი საბანკო სექტორში დაიწყებენ საქმიანობას, შემდეგში აკრძალული ექნებათ სხვა ბიზნესში განათავსონ საკუთარი ფინანსური რესურსი. აქ შეიძლება იყოს საუბარი, რომ დაწესდეს ზღვარი თანხაზე, მაგრამ მკაფიოდ უნდა იყოს ნათქვამი, რომ საბანკო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ უნდა ხვდებოდეს არაპროფილურ ბიზნესში. ზღვარზე შეიძლება კიდევ ვიმსჯელოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რეალობას არ გავექცეთ.

როგორ ფიქრობთ, ამით ხომ არ მივიღებთ რაიმე რყევებს, რადგან ბაზარზე უკვე არის რამდენიმე ბანკი ჰოლდინგის სახით წარმოდგენილი...

–თუ საბანკო ჯგუფს არ ექნება სამშენებლო სექტორში საქმიანობის უფლება, ეს ვერანაირად ვერ დააზიანებს ფინანსურ მდგრადობას იმ ბანკის, იმიტომ, რომ მათ აქვთ თანხების მოზიდვის სხვადასხვანაირი ხერხები.

ბაზარზე გაქვთ სიტუაცია შესწავლილი, ამ პრობლემით მოგმართავენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები?

–დიახ, ეკონომიკის კომიტეტში თავს იყრის ძალიან ბევრი საჩივარი და მათ შორის, განხილვებზე მწვავედ დგას ეს თემაც. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკა იზრდება 5%-ით, მაგრამ კიდევ უფრო მეტად როგორ შეიძლება ადამიანებმა მიიღონ კონკრეტული სარგებელი. მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მშპ-ში 21%-ია, რაც არ არის დამაკმაყოფილებელი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

წყარო: კომერსანტი

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი