უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

7 ივნისი, 2017 16:26
font-size

საჩხერის სამედიცინო ცენტრში გუგა კუზანოვის მორიგი კონსულტაციები გაიმართება

პლაქტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მორიგ უფასო კონსულტაციებზე პაციენტებს 17 ივნისს, 12:00-დან 17:00 საათამდე მიიღებს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ცნობილი პლასტიკური ქირურგი, 1 აპრილიდან მოყოლებული დღემდე , საჩხერის სამედიცინო ცენტრში პაციენტებს პერიოდულად უწევს უფასო კონსულტაციებს და უკვე არაერთი წარმატებული რეკონსტრუქციულ-პლასტიკური და ესთეტიკური ოპერაცია ჩაატარა 20-პროცენტიანი ფასდაკლებით.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მომსახურებას პლასტიკური ქირურგიის განყოფილება 2017 წლიდან დაემატა, სადაც, ექიმ გუგა კუზანოვის განცხადებით, ყველა პირობა არსებობს, რათა ნებისმიერი სირთულის ოპერაცია მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდეს და პაციენტებს აღარ მოუწიოთ კონსულტაციისა და ოპერაციებისთვის თბილისში ჩამოსვლა, რაც, გარდა დისკომფორტისა, საკმაოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

ოპერციების ჩამონათვალი კი, რომელთა ჩასატარებლად საჩხერის სამედიცინო ცენტრი მზად არის, საკმაოდ ვრცელია: დამწვრობისა და ტრავმების შემდგომი ქირურგია; თანდაყოლილი ნაპრალების ქირურგია (კურდღლის ტუჩის და მგლის ხახის კორექცია; რინოპლასტიკა (ცხვირის ფორმისა და ზომების კორექცია, რა დროს შესაძლებელია ცხვირით სუნთქვის აღდგენაც – სეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია); სახის დაჭიმვა (ფეისლიფტინგი. სახის ცირკულარული დაჭიმვა, სახის ზედა მესამედის დაჭიმვა); ბლეფაროპლასტიკა (ზედა და ქვედა ქუთუთოების ესთეტიკა); აურიკულოპლასტიკა (რომელიც საშუალებას იძლევა, გასწორდეს ყურის ნიჟარის ფორმა, შეიცვალოს მისი ზომა, ასევე აღგეს ყურის ნიჟარა, მისი არარსებობის შემთხვევაში); ტუჩის ზომის და ფორმის კორექცია; სახის კონტურების კორექცია (სახის ფორმის და ოვალის კორექცია); მამოპლასტიკა; ლიპოსაქცია; აბდომინოპლასტიკა; ინტიმური ქირურგია (სასიცხო ბაგეების კორექცია, ფალოპლასტიკა); რეპლანტაცია; სახის რეკონსტრუქციული ქირურგია; თავის და კისრის რეკონსტრუქცია; მკერდის რეკონსტრუქცია; რეკონსტრუქციული ორთოპედია და სხვ.

პაციენტთა თხოვნისა და დიდი დაინტერესების გამო, ცენტრმა აღნიშნული აქციის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
დაინტერესებული პირები წინასწარი რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 593977336

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი