უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 თებერვალი, 2019 16:40
font-size

სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია

„სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელშიც 200-მდე ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობდა.

როგორც „მედიანიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ქობულიამ ფორუმზე რეგიონებში ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. თავის გამოსვლაში მან ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით რამდენიმე მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის მეწარმეების მიერ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების წვდომაზე.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეიძლება მთავრობასთან უძრავი ქონების თვალსაზრისით თანამშრომლობა. გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ მის ბალანსზე საკმაოდ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება რაც შეიძლება სწრაფად ჩართოს სხვადასხვა სახის საქმიანობაში.

„საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, მთავრობას ბალანსზე საკმაოდ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება აქვს, მათ შორის იმერეთის რეგიონშიც - მიწის ნაკვეთები, ასევე შენობა-ნაგებობები და ა.შ. ჩვენ, მთავრობას გადაწყვეტილი გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად ჩავრთოთ ეს ქონება ეკონომიკურ საქმიანობაში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, მთავრობა მზადაა, რომ განიხილოს ნებისმიერი მეწარმის წინადადება, თუ რა სახით შეიძლება ამ ქონების მათთვის გადაცემა - იქნება ეს ფასიანი, თუ ინვესტიციის ვალდებულებით გადაცემა.

„ჩვენ სხვადასხვა პროგრამები გვაქვს, რათა თქვენ, მეწარმეებმა ეს უძრავი ქონება საქმიანობაში გამოიყენოთ, იქნება ეს საწარმოები, მაღაზიები, თუ სასტუმროები და ა. შ. ამიტომ ყველა მზად იყავით, გაითვალისწინეთ, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი