უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 მაისი, 2020 14:23
font-size

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა: პანდემიის პირობებში ეკონომიკის განახლებისთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტების შერჩევა

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, შექმნილ ვითარებაზე მორგებული სპეციალური გეგმით მოქმედებას იწყებს.

ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ცხოვრების განახლება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი პრიორიტეტების შერჩევა. საქართველოს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს გააქტიურებული ზრუნვა პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე და ტურიზმი.

ბიზნესპალატა, საქართველო-ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის 25-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ პოტენციალს ხედავს ისრაელელ ინვესტორებთან და ტუროპერატორებთან მუშაობაში. ამჟამად ორგანიზაციას მოლაპარაკებები აქვს ისრაელის რამდენიმე ბიზნესგაერთიანებასთან, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოში არსებული ბიზნეს და კორონაგარემოსთან დაკავშირებულ ვითარებას ეცნობიან.

იციკ მოშეს აზრით, ახლა სწორედ ტურიზმი შეიძლება გახდეს, პირდაპირ თუ ირიბად, ბიძგის მიმცემი ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით უცხოური კაპიტალისთვის, ვინაიდან საერთაშორისო მოგზაურთა მიღება ქვეყანის იმიჯზე ათმაგად დადებით გავლენას მოახდენს.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იხსენებს 2002 წელს, როდესაც მისი და საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ისრაელის ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით, ისრაელში გაიხსნა საქართველოს პირველი ტურისტული წარმომადგენლობა. მაშინ საქართველოში არსებული რთული ვითარებისა და გარკვეულ წრეებში პესიმიზმის მიუხედავად, სწორედ ტურიზმის წახალისებამ შეასრულა მნიშვნელოვანი მედიატორის როლი ქვეყნებს შორის, რასაც მომდევნო წლებში ისრაელიდან პირადი ინვესტიციის არნახული შემოდინება მოყვა. ამჟამად მისი მოცულობა 500 მილიონ დოლარს აღემატება, ხოლო ისრაელიდან შემოსულ ტურისტთა კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში 1 მლრდ. დოლარია.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აგრეთვე, საქართველოში ისრაელიდან უკვე შემოსული კაპიტალით დაწყებული პროექტების დასრულებას. „ბიზნესი, ბუნებრივია, შესაძლოა, რისკებს შეიცავდეს, თუმცა მას სახელმწიფოს მხარდაჭერაც აუცილებლად სჭირდება. ეს თემა განსაკუთრებით სათუთია უცხოელი ინვესტორისთვის. თუ წელს შევძლებთ რამდენიმე ისრაელელი ინვესტორის წინაშე ობიექტური მიზეზის გამო არსებული პრობლემის გადაჭრას, ეს იქნება საუკეთესო მესიჯი სხვა ბიზნესისთვისაც, კაპიტალდაბანდება განახორციელოს საქართველოში“, - აცხადებს იციკ მოშე და დასძენს, რომ წელს, დეკემბერში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, საქმიანობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ისრაელის სახლთან ერთად, გამართავს ისრაელის კვირეულს, რომელსაც ისრაელიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია დაესწრება. ეს იქნება ბიზნესპალატის მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც ევროპიდან და ისრაელიდან შეუერთდებიან ორგანიზაციის პარტნიორები. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) და მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი. ეს ის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს შეუწყობს ისრაელის ბიზნესორგანიზაციებთან ინვესტიციებზე მუშაობას.

კვირეულში, სხვა საკითხებთან ერთად, შეჯამდება პანდემიის პირობებში ისრაელიდან ბიზნესის საქმიანობა საქართველოში, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა წარადგენს 2021 წლის სამოქმედო გეგმასაც.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, „ისრაელის სახლის“ მხარდაჭერით, აძლიერებს ურთიერთობას ევროპის ებრაელობის ორგანიზაციებთან, რომლებსაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ ევროსაბჭოსთან და ევროკავშირთან. წელს ისრაელის კვირეულის ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციასთან (AEPJ) თანამშრომლობით, გაიმართება ტრანსნაციონალურ პროექტ - Parallel Traces-სთან დაკავშირებული ებრაული მემკვიდრეობის გამოფენა.

„საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის 25-წლიანმა აქტივობებმა და მისი საქმიანობის ისრაელისა და საქართველოს მთავრობების მხრიდან აღიარებამ და აქტიურმა მხარდაჭერამ, საქართველოს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა, გამოიყენოს ისრაელის გამოცდილება და პოტენციალი.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმებს, როგორც წესი, ჰქონდა ქვეყნის ლიდერების მხარდაჭერა. მაგალითად, 2012 წელს თბილისში ჩვენ მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმისადმი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართვაში ვკითხულობთ: ”ისრაელ-საქართველოს ბიზნესპალატის ძვირფასო წევრებო, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში თქვენ გააგრძელებთ ამ საქმიანობის გაძლიერებას, წახალისებას და გაფართოებას ისრაელის და საქართველოსა და მათი ხალხის ურთიერთმხარდაჭერისთვის”.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა წარმატებულად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთანაც, ვაწვდით წინადადებებს, ექსპერტულ შეფასებებს, გადაიჭრა არაერთი პრობლემა, რომელიც ბიზნესს ბუნებრივად ყოველთვის თან ახლავს. გვჯერა, სწორედ ახლა, რთული გამოწვევების ფონზე, ჩვენ მიერ შეთავაზებული პრიორიტეტები და მეთოდოლოგია ისეთივე ეფექტიანი იქნება, როგორც რთულ 90-იანებსა და მომდევნო წლებში წამოწეული და ხორცშესხმული არაერთი ინიციატივა“, - აცხადებს იციკ მოშე.

ფინანსთა სამინისტრო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

1 დეკემბერი, 2020 , 12:40

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამურ

საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

30 ნოემბერი, 2020 , 12:30

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუა

ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება - ნათია თურნავა

26 ნოემბერი, 2020 , 17:30

2021 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხად

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საბანკო სესხის პროცენტი რესტორნებსაც დაუსუბსიდირდებათ - ნათია თურნავა

26 ნოემბერი, 2020 , 17:05

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით სარგებლობას მცირე და საოჯახო სასტუმროების გარდა, ექვსი თვის განმავლობაში რესტორნებიც შეძლებენ, - ამის შესახებ ეკონ

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით. - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 16:45

დღესაც მოგეხსენებათ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი სწრაფი ეკონომიკური პოსტ-კრიზისული აღდგენისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი

მთავრობამ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „FDI გრანტი“ დაამტკიცა

19 ნოემბერი, 2020 , 17:14

თბილისი. მედიანიუსი. 19.11.20. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მრავალთვიანი მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვეს