უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

3 ივლისი, 2020 10:52
font-size

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ ვენახები გააშენა

„საქართველოს ბანკი“ მეღვინეობის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ რაჭაში, გორსა და კახეთში ვენახები გააშენა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის გაზაფხულისთვის დაახლოებით 880 ჰექტარზე ვენახის გაშენებას ითვალისწინებს და პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

„საქართველო ბანკის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე დასაქმებულია 3000 ადამიანი, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია. პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ იგეგმება მეორე ეტაპის დაწყება, რომელიც 2022 წლის ბოლომდე დამატებით 1000 ჰექტარზე ვენახის გაშენებას ითვალისწინებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის კომპანიის წარმოებას და მას განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.

„ძლიერი კერძო სექტორი, ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა. გვიხარია, რომ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან KTW ჯგუფთან ასეთი მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ 15–მდე ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური მოცულობა 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, რომ თანამონაწილეები ვართ კიდევ ერთი პერსპექტიული პროექტისა. გვჯერა, რომ ეს წამოწყება, ისევე როგორც KTW ჯგუფის ყველა პროექტი, წარმატებული იქნება და საკუთარ წვლილს შეიტანს ღვინის ინდუსტრიის განვითარებაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ ქოქოსაძემ.
NS

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი