უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 დეკემბერი, 2018 17:45
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით 17 დეკემბერს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ბანკის სათაო ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, დაჯილდოების ცერემონიაზე 20 განსახვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები. საქართველოს ბანკი ორი წლის განმავლობაში პროექტის ოფიციალური მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია. პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ბანკი ორი წელია აჯილდოვებს საუკეთესო ქალ მეწარმეს ტურიზმის ინდუსტრიაში, ასევე წლის ყველაზე სწრფად მზარდ კომპანიას მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, წელს კი, საქართველოს ბანკმა დააწესა სპეციალური ნომინაცია ,,#მევქმნი - ყველაზე წარმატებულ ქართულ ბიზნესს ტურიზმის ინდუსტრიაში“ და ამ ნომინაციებში გამარჯვებულებს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქარს გადასცემს.

,,ჩვენ გვაქვს სიახლეები ნომინაციების კუთხით; გვყავს ბევრი ახალი მონაწილე, თვითონ დაჯილდოების პროგრამაც იქნება შეცვლილი და იქნება სიურპრიზები. ასე რომ, იმედი მაქვს, ძალიან საინტერესოდ ჩატარდება 17 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონია“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ მასურაშვილმა.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა. პროექტის გამჭვირვალობისა მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინატისათვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი ,,ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.

ცერემონია უკვე მეოთხე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი - ბიდიო საქართველო!

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება 800-მდე სტუმარი: პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი