უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 მაისი, 2017 17:30
font-size

საქართველოს ბანკმა ქვეყნის ისტორიაში პირველად ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები გამოუშვა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა 500 მლნ ლარის მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვების შესახებ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11%-ს შეადგენს, ხოლო ვადა - 2020 წლის ივნისამდეა. საქართველოს ბანკის ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ბანკში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე, საქართველოს ბანკის სამეთავალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობდნენ.

როგორც საქართველოს ბანკში აცხადებენ, ეს გარიგება ქვეყნისთვის და ქართული საბანკო სექტორისთვის დიდი მიღწევაა, რადგან გამოხატავს უცხოელი ინვესტორების ნდობას ქვეყნის ეკონომიკური გეზის, მისი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის და საბანკო სექტორის მიმართ. იგი ნიშნავს არა მარტო უცხოური კაპიტალის მოზიდვას საქართველოში, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკის ლარიზაციის პროცესში.

მათივე განმარტებით, გარიგება ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი საფონდო და სავალუტო ბაზრების შემდგომ განვითარებას.

როგორც პრესკონფერენციაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ლარით დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ლარიზაციის მიმართულებით.

“აღნიშნული სტრატეგია ასევე ითვალისწინებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რომლის აუცილებელი კომპონენტია ბაზარზე ქართული კორპორატიული სექტორის ეროვნული ვალუტით დენომინირებული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობა. აღნიშნულ სექტორს უნდა შეეძლოს ლარში გრძელვადიანი ობლიგაციების გამოშვება და კაპიტალის მიღება. ეროვნული ვალუტის ევროობლიგაციების გამოშვება ასევე ხელს შეუწყობს ლარის შემდგომ პოპულარიზაციას საერთაშორისო ინვესტორებს შორის, რაც მნიშვნელოვანია მათი ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლის თვალსაზრისით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თავის მხრივ, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გევენტაძემ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ლარით დენომინირებული ბონდების გამოშვებას, როგორც კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებელ კომპონენტს და, მეორეს მხრივ, გრძლევადიანი ლარის რესურსზე ხელმისაწვდომობისა და ლარიზაციის ხელშემწყობ ფაქტორს.

,,მისასალმებელია, რომ ქართული ეროვნული ვალუტით დენომინირებული პირველი ევრობონდების საერთაშორისო ბირჟაზე განთავსება, ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტების შემდეგ, ქართული ბანკის მიერ ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას ადგილობრივი კომპანიებიდან არაერთი მიმდევარი გამოუჩნდება“ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ბანკის გენერალურის დირექტორის კახა კიკნაველიძის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხოელი ინვესტორები ამ მასშტაბის ინვესტიციას ახორციელებენ ეროვნულ ვალუტაში.

„მე ძალიან მოხარული ვარ რომ, ჩვენთვის და საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი გარიგება, წარმატებით დასრულდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხოელი ინვესტორები ამ მასშტაბის ინვესტიციას ახორციელებენ ეროვნულ ვალუტაში. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო საქართველოსთვის უპრეცენდენტო გარიგებაში, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ბანკს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გარიგების დასრულება მოხდება 2017 წლის 1-ელ ივნისს. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 100%-ში. ობლიგაციების საკრედიტო რეიტინგებია: BB- (Fitch) და Ba3 (Moody's). აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი და Renaissance Capital-ი იყვნენ, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“. ტრანზაქციის ხელმძღვანელებისა და კომპანიის იურიდულ მრჩევლები Dechert LLP-ი და Baker & McKenzie LLP-ი.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი