უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 დეკემბერი, 2018 12:05
font-size

საქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება - ბანკის 2019 წლის ამბიციური გეგმები და სტრატეგია

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის გენერალური დირექტორი, კახაბერ (კახა) კიკნაველიძე 2019 წლის პირველ კვარტალში თავის პოსტს დატოვებს. სამეთვალყურეო საბჭო ამ პერიოდში გამოაცხადებს ახალი გენერალური დირექტორის ვინაობას. კახა კიკნაველიძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა, მანამდე კი მან კარიერა სწორედ საქართველოს ბანკში, 1994 წელს დაიწყო, ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე, ხოლო შემდგომ კაპიტალის ბაზრების სფეროში გადაინაცვლა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა UBS-სა და Troika Dialog-ში, კახა ასევე იკავებდა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტს 10 წლის განმავლობაში.

კახა კიკნაველიძის საქართველოს ბანკში, გენერალური დირექტორის პოსტზე ყოფნისას, განხორციელდა და დასრულდა ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო ჯგუფის“ (BGEO Group PLC) გამიჯვნის პროცესი. საინვესტიციო და საბანკო აქტივების წარმატებით დასრულებული გაყოფის შემდეგ - საქართველოს ბანკი 100%-ით ფოკუსირებულია საბანკო საქმიანობაზე და 2019 წლისთვის დასახული აქვს ამბიციური გეგმები და სტრატეგია. რაც ნიშნავს, რომ ბანკი კიდევ უფრო აქტიურად იმოქმედებს ბაზარზე, საინტერესო ცვლილებებით - წარმატებისა და წინსვლისთვის.

„ყველაზე მსხვილ საინვესტიციო კომპანიასთან BGEO-სთან საქართველოს ბანკის წარმატებით დასრულებული გაყოფის შემდეგ კახა კიკნაველიძემ შეძლო, საქართველოს ბანკს მიეღწია მისი ძირითადი მიზნებისათვის. ეს არის მაღალი ფინანსური მაჩვენებლები და დაკრედიტების ზრდა, მნიშვნელოვანი კორპორაციული თუ ნორმატიული ცვლილებების ფონზე. საქართველოს ბანკის სამეთავლყურეო საბჭომ კახა კიკნაველიძესთან ერთობლივი განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სწორედ ახლა არის სწორი დრო, რათა არჩეული იქნას ახალი გენერალური დირექტორი, ბიზნესის ახალ საფეხურზე ასაყვანად. სამომავლოდ ეს ხელს შეუწყობს ბანკის შემდგომ ზრდას და მომგებიანობის შენარჩუნებას. მინდა მადლობა გადავუხადო კახას მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული პროექტებისთვის. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ბანკის განვითარებაში და მის წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებაში. მოხარული ვარ, რომ ის რჩება ჩვენთან და შეასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე“,- განაცხადა ნილ ჯანინმა, საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი საქართველოს ბანკის წარმატებული ისტორიის ნაწილი და მეხელმძღვანელა შესანიშნავი გუნდისთვის, 2 წლის განმავლობაში. საქართველოს ბანკი გამოირჩევა სამეწარმეო კორპორატიული კულტურითა და მაღალპროფესიული კადრებით. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ბანკის სამომავლო განვითარების დიდი საფუძველი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითეულ ადამიანს ვისაც საქართველოს ბანკის გუნდის წევრი ჰქვია და ვუსურვო წარმატება!“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

NS

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი