უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
არქივი
ეკონომიკა
15 ოქტომბერი, 2018 17:00
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საბანკო ზედამხედველობის თანამშმრომლობის ფარგლებში, დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიის დელეგაცია ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟუ შუმინმა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას და მჭიდროდ ითანამშრომლებენ საბანკო ზედამხედველობის სფეროში.