უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 აგვისტო, 2018 17:35
font-size

საქართველოს ეროვნული ვალუტა აგვისტოს დასაწყისამდე მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე იყო, თუმცა თურქეთში ბაზრებზე პანიკამ შეარყია - ბლუმბერგი

„როდესაც საქართველო რუსეთთან ომის ათი წლისთავს აღნიშნავს, მისი ვალუტა სამხრეთელი მეზობლის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“, – ამის შესახებ საუბარია სააგენტო „ბლუმბერგის“ სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ 2018 წლის აგვისტოს დასაწყისამდე ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე იყო, თუმცა თურქეთში ბაზრებზე პანიკამ ქართული ლარი შეარყია.

„რამდენიმე დღეში ლარი თურქეთის სავალუტო კრიზისმა ჩაითრია, ვინაიდან ინვესტორები მიიჩნევენ, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყანას უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ადაპტირება დასჭირდება“, – წერია სტატიაში.

ავტორი ასევე წერს, რომ მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში ექვსი პროცენტით გაუფასურდა, ხოლო მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია, რომელიც მიმდინარე თვეში თავად განიცდის ვალუტის დაცემას აშშ-ის მხრიდან ბოლო სანქციების ამოქმედებისა და ახალი სანქციების დაწესების მუქარის შემდეგ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ლარის წარმატების უკუსვლა თურქული ლირის გვერდითა ეფექტის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ლირის გაუფასურება უკვე აისახა ევროზონასა და ლათინური ამერიკის ბაზრებზე. რუსეთსა და თურქეთში არსებულმა სავალუტო კრიზისმა უკვე მოახდინა გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზეც, მათ შორის ყაზახეთსა და აზერბაიჯანზე.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი