უკან

რეგიონები

13 იანვარი, 2020 10:50
font-size

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გურიას ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი რეგიონში სამი დღის განმავლობაში ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება და რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნობა.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიაში - სპორტსმენებთან და ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში - ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლებთან.

„14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში აღნიშნავს: სახელმწიფო დროშას ერისთავების ციხე- სიმაგრეზე აღმართავს და საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კი, 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა, რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა და ქართულ საზოგადოებას თეატრის დღეს მიულოცავს.

პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრება, ღონისძიებას „კალანდა 2020“ დაესწრება და ოზურგეთის რეაბილიტირებულ, ისტორიულ, პირველ საჯარო სკოლას დაათვალიერებს.

სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში საშობაო სპექტაკლს დაესწრება, რომელიც ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რეგიონში ლიცენზირებული და მოქმედი ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისათვის ჩატარდება.

აღნიშნული კატეგორიის ბავშვებისათვის, 19-20-21 დეკემბერს სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საბავშვო სპექტაკლები ჩატარდა ასევე, თბილისსა და საქართველოს 11 ქალაქში. საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული კი, 110 ბავშვთა სახლსა და სხვადასხვა დაწესებულებებს გადაეცათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი