უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 აგვისტო, 2018 17:45
font-size

საქართველოში ხორბლის შემოტანა უფრო ცივილური გზით მოხდება - ივანე მაჭავარიანი

ხორბლის იმპორტიორებისთვის სახმელეთო გადაზიდვების აკრძალვა არის ცივილიზებული და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მანქანებით ხორბლის ტრანზიტი იწვევდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე გრძელ რიგებს, რის გამოც ტურისტების შემოსვლა ფერხდებოდა.

როგორც მაჭავარიანი ამბობს, მიღებული გადაწვეტილება ქვეყნის ეკონომიკაში დისონანსს არ შემოიტანს და საქართველოში ხორბლის შემოტანა უფრო ცივილური გზით მოხდება.

„ბიზნესზე არანაირი ზეწოლა არ ხდება. საქართველოს ტერიტორიაზე მანქანებით ხორბლის ტრანსპორტირებასა და ტრანზიტზე შეზღუდვები დავაწესეთ, რადგან პრაქტიკულად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე იყო ძალიან დიდი რიგები, ტურისტები ვერ ახერხებდნენ შემოსვლას, ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან. ჩვენი ინფორმაციით, განსაკუთრებით, ეს პრობლემა აღინიშნებოდა ლარსის გამშვებ პუნქტზე.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არსებობს გაცილებით ცივილიზებული და ეფექტური გზა, ეს არის საზღვაო ტრანსპორტისა და რკინიგზის გამოყენება და სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად, ყოველთვის ამ გზით ხდებოდა ხორბლის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში და ასევე საქართველოში შემოტანა. ჩვენი აზრით, ეს არანაირ დისონანსს არ შემოიტანს ეკონომიკაში და არც არანაირ გაძვირებასთან არ ექნება კავშირი. ეს არის ცივილიზებული და სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის მზად არის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან კონსულტაციების გასამართად და მან ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხორბლის საზღვაო გადაზიდვა რომელიმე ერთ კომპანიას აქვს მონოპოლიზებული.

„ამ ეტაპზე ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის საჭირო გადაწვეტილება. არამგონია, რამე მონოპოლია არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ეს მიმართულება განვითარდება და გაცილებით მეტი მოთამაშეც იქნება წარმოდგენილი.

დღეს პრაქტიკულად არ ხდებოდა ამ არხის გამოყენება ხორბლის გადაზიდვებისთვის და აქედან გამომდინარე, შეიძლება ერთი კომპანია არსებობდა, მაგრამ არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული. მგონია, რომ იქაც იქნება კონკურენცია, რაც უფრო ქვევით დაწევს ტრანსპორტირების ხარჯს. ეს იყო სახელმწიფოებრივად სწორი გადაწვეტილება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი