უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 იანვარი, 2017 12:45
font-size

საქართველოში კიდევ 2 ახალი საწარმო აშენდება - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ჩატარებულ მთავარობის სხდომაზე განაცხადა, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი საწარმო აშენდება. ერთ-ერთი მათგანი იქნება სამშენებლო მასალების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც დიდ ლილოშო ამოქმედდება და მასზე 3,5-მილიონიან ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება. გარდა ამისა, მთავრობა საწარმოს სიმბოლურ ფასად 1 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს გადასცემს. მეორე პროექტი არის მინისა და მინის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო, რომელშიც მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ქვეყანაში წარმოების გასავითარებლად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.

„მთავრობა დამწყებ ბიზნესს ეხმარება რამდენიმე მიმართულებით: სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, სესხის სუბსიდირება სტარტაპის, ანუ დაწყების პერიოდში 2 წლის განმავლობაში და კომერციულ ბანკებში მოთხოვნილი გირაოს ნახევრის უზრუნველყოფა,“ - განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა ასევე თქვა, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში “ ფარგლებში ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი, ზვიად ციკოლია ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს. პრემიერის თქმით, მთავრობა ამ ინიციატივას მხარს უჭერს.

„მინდა მივესალმო იმ ინტერესს, რომელიც ბოლო დღეებში გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შექმნას საწარმო საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, პროგრამის ფარგლებში, სრული თანადგომა გავუწიოთ ამ პროექტს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ნიჭიერი თანამოქალაქეებისგან, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით მოღვაწეობენ,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ჯერჯერობით უცნობია, ციკოლიამ რა ბიზნეს-იდეა შესთავაზა მთავრობას. საზოგადოებრივ მაუწყებელთან დიზაინერმა თქვა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში განხორციელებულ გეგმაზე საუბრისას თავს შეიკავებს.
„ჯერ ვერაფერს გეტყვით, სანამ შეხვედრა არ შედგება და კონკრეტულ საკითხებზე არ მოხდება საუბარი“, - აცხადებს ზვიად ციკოლია.

ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის ნამუშევრები გამოქვეყნებულია: Carstyling, Auto&Design, Auto Bild, Auto review, Super cars, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design და სხვა ჟურნალებში.

ანა მებურიშვილი

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი