უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
ეკონომიკა
სებ-ი საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის შესახებ ინფორმაცის აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის შესახებ ინფორმაცის აქვეყნებს:
,,მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 17.2 მლრდ აშშ დოლარი (45.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 107.4 პროცენტია. 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 195.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო - 145.8 მლნ აშშ დოლარით, ოპერაციული ცვლილებების გამო - 65.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ფასის ცვლილებების გამო ვალი 10.9 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. ამავდროულად, სხვა ცვლილებების გამო ვალი 27.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.1 მლრდ აშშ დოლარი (18.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 44.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.1 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 328.4 მლნ აშშ დოლარი (858.8 მლნ ლარი; მშპ-ს 2.0 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად - 806.3 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი) და 864.2 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.4 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.8 მლრდ აშშ დოლარი (9.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.5 მლრდ აშშ დოლარი (14.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.5 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.4 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 10.2 მლრდ აშშ დოლარი (26.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 63.2 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.9 მლრდ აშშ დოლარია (10.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.5 პროცენტია.
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 2.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 2.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო 0.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2018 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 328.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 201.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი."