უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
არქივი
მოზაიკა
6 იანვარი, 2019 09:00
შობის ღამეს თბილისში იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 6 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს.
ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი.
შობის ღამეს თოვლი მოსალოდნელია ძირითადად შიდა ქართლში და ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ზონაში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი, იწვიმებს.
თბილისში დღევანდელი დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა +8, +10 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
შობის ღამეს კი, დედაქალაქში წვიმაა მოსალოდნელი.