უკან
არქივი
რეგიონები
27 აპრილი, 2017 11:15
სოფელ აწყურში სახლი დაიწვა, რომელშიც ხანძრის დროს მოხუცი ქალი იმყოფებოდა
ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძრის გაჩენის დროს სახლში 80 წლამდე ასაკის ქალი იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ჩააქრო.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მოძველებული ელექტროგაყვანილობა სახელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს ახმეტის გამგეობა სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.
ნინო ექვთიმიშვილი