უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 იანვარი, 2017 11:40
font-size

სურსათის ეროვნული სააგენტო რძის პროდუქტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ობიექტებში რძისა და რძის ნაწარმს შემოწმებას განაგრძობს. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, სახელმწიფო კონტროლის მიზანი „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენაა. დადგენილი რეგულაციის მიხედვით, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, დაუშვებელია რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება.

სააგენტოს სპეციალისტები ახორციელებენ ბიზნესოპერატორების დოკუმენტურ შემოწმებას (შენახვისა და რეალიზაციის პირობები და ეტიკეტირება) და მონიტორინგს(სურსათის ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა).

რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით სააგენტომ 2016 წელს 2498 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება ჩაატარა. ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო 63 ბიზნეოპერატორი დაჯარიმდა. მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის ნაწარმის 250 ნიმუში. აქედან 3 შემთხვევაში გამოვლინდა მცენარეული ცხიმის შემცვლელობა, ხოლო 14 ნიმუშში დაფიქსირდა ეტიკეტზე მითითებული ცხიმიანობის პროცენტის შეუსაბამობა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ამოწმებენ ადგილობრივი და იმპორტირებული ნაწარმის შესაბამისობას რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მნიშვნელოვანია რომ ბიზნესოპერატორების და მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირდა. მოვუწოდებთ მომხმარებელს აქტიურობისკენ და ვურჩევთ ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას. დარღვევის გამოვლენისას კი აცნობონ სააგენტოს“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსმა კახა სოხაძემ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი