უკან

რეგიონები

27 ივნისი, 2019 15:10
font-size

ტალინიდან ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა

ესტონეთის დედაქალაქიდან, ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა.

მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა. მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორ შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას და მოგზაურობას. ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ის ჩარტერები ბათუმში ტალინიდან კვირაში ერთხელ, Airbus A320 საჰაერო ხომალდით შესრულდება.

"ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირებას ბოლო წლებია აქტიურად ვანხორციელებთ. ამ წუთებშიც, ტალინის ქუჩებში რეგიონის საიმიჯო ფოტოებით დაბრენდილი ტრამვაი იქცევს ესტონელების ყურადღებას. მზარდია აჭარაში ესტონელი მოგზაურების რაოდენობაც, რაც რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის 5 თვის მონაცემებზე დაყრდნობით 59%-იან მატებას ითვალისწინებს. ჩვენი სტრატეგიაც, რომლის მიხედვითაც ბოლო წლებია აჭარის პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ვეწევით სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციასა და მეტი ევროპელი ტურისტის რეგიონში მოზიდვას ემსახურება. შედეგად სახეზეა ჩარტერები ევროპული ქვეყნებიდან. ჯერ გვაქვს ტალინი და მალე დაგვემატება ფრენები ვილნიუსიდანაც,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ ჟურნალისტებთანს საუბრისას.

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“-სა და Tez Tour-ის ორგანიზებით ხორციელდება.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი