უკან

ეკონომიკა

18 ნოემბერი, 2017 15:55
font-size

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ციან ქემინგი იქნება

ციან ქემინგმა პროფესიული საქმიანობა 1987 წელს დაიწყო და შეუერთდა ჩინეთის დემოკრატიულ ლიგას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იგი ფლობს აგრონომის ბაკალავრის ხარისხს ანჰუის სოფლის მეურნეობის კოლეჯიდან, გენეტიკისა და მეცხოველეობის მაგისტრის ხარისხსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან.

ქემინგი წარმატებით მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის თანაშემწედ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების კორპორაციის გენერალურ მენეჯერად, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამრეწველო განვითარების ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილედ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკისა და განვითარების ინსტიტუტის დოქტორანტურის საფეხურის გენერალურ დირექტორად და ზედამხედველად.

2005 წელს იგი დაინიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის ხელშეწყობის ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

2008 წლის სექტემბერში ციან ქემინგი გახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზრის განვითარებისა და ეკონომიკური ინფორმაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი და შემდგომში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარების დაგეგმვის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი (ასევე ეროვნული სასოფლო-სამეურნეო რესურსების დაგეგმვის ოფისის დირექტორი).

2013 წლის დეკემბერში გახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი ეკონომისტი, ხოლო 2015 წლის აპრილში დაინიშნა ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ.

ქემინგი იყო ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე -11 და მე -12 ეროვნული კომიტეტის მუდმივმოქმედი წევრი და ჩინეთის დემოკრატიული ლიგის ცენტრალური კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/trade-facilitation-along-belt-and-road-initiative/208-qian-keming

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი