უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 მაისი, 2022 09:58
font-size

თეა ახვლედიანმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებთან. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) ხელმძღვანელ კაორი იშიკავასთან ერთად, შეხვედრა გამართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ქალებთან;

თეა ახვლედიანი ასევე შეხვდა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ სტუდენტებს. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარე პროცესის გაცნობა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების იცინიატივებისა და მოსაზრებების გაზიარება განახლებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში შემდგომი გათვალისწინების მიზნით.

თეა ახვლედიანმა შეხვედრებზე ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და ახალი სტრატეგიის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესს, რომლის ფარგლებშიც პრიორიტეტი გახდება ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება და მათი უფრო აქტიური ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში. ქალებსა და ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ როგორც კონფლიქტის პრევენციის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. სწორედ ამიტომ, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ერთი მხრივ მათი ჩართულობის გაძლიერებისკენ სამშვიდობო და სახალხო დიპლომატიის ინიციატივებში, ასევე მათ წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენისა და მათზე რეაგირებისკენ. სწორედ ამ საკითხებზე შედგა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძალიან საინტერესო დისკუსია, როგორც კონფლიქტით დაზარალებულ ქალბატონებთან, ასევე გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ სტუდენტებთან,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

"დღეს ეს პირველი ღონისძიებაა, როდესაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ზუგდიდში კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს შევხვდით. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა და გულწრფელი დიალოგი, საიდანაც გამოიკვეთა ის საჭიროებები და წუხილები, რაც აქ მცხოვრებ ქალებსა და გოგოებს აქვთ და იმედია, ეს წუხილები ასახული იქნება ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში, ასევე პოლიტიკის დოკუმენტებში, რათა აღნიშნული ინსტრუმენტები მომართული იყოს განხილული გამოწვევების დასაძლევად, -" განაცხადა კაორი იშიკავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი