არქივი
რეგიონები
თელავში რთველი 2016-ს საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
თელავში რთველი 2016 -თვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა საკოორდიაციო შტაბი გახსნა.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმდჯომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„განსაკუთრებულ სირთულეებს ნამდვილად არ ველოდებით, ვინაიდან არის სისტემა, რომელიც მესამე რთველია ძალიან გამართულად მუშაობს. ჩვენ წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით შარშანდელ მოსავალს ველოდებით“,-განაცხადა დანელიამ
რთველი 2016-ს საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელ გიორგი სამანიშვილის განცხადებით კი, შტაბის ძირითადი ფუნქცია იქნება ზუსტად აღრიცხოს გადამუშავებული ყურძნის თითოეული კილოგრამი.
„განსაკუთრებით სუბსიდირებული ყურძენი. იმ ყურძენს, რომელსაც მევენახე ვერ გაყიდის, იმისთვის რომ ეს ყურძენი არ გაფუჭდეს, ამ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებს“,-განაცხადა სამანიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე