უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

13 სექტემბერი, 2022 09:44
font-size

ცენტრალური გათბობის სისტემები თერმოინდუსტრიისგან

ზაფხული მიიწურა და სულ მალე ცენტრალური გათბობა ნებისმიერი სახლის კომფორტისთვის ყველაზე აქტუალური საკითხი გახდება. დღესდღეობით, მთელ მსოფლიოში აღიარებენ, რომ ცენტრალური გათბობის სისტემა ნებისმიერ საცხოვრებელ სივრცეს ყველაზე სასიამოვნო და მყუდრო გარემოდ აქცევს. საქართველოში მაღალი ხარისხის სისტემები ხელმისაწვდომია, ამიტომ თუ გსურთ გერმანიიდან, იტალიიდან, უნგრეთიდან, ბელგიიდან, სლოვენიიდან და თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქცია შეიძინოთ, თერმოინდუსტრიას უნდა ეწვიოთ.

რა პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი თერმოინდუსტრიაში?

თერმოინდუსტრია საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ეკომეგრობულ პროდუქციას და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. კომპანიაში წარმოდგენილი ასორტიმენტი უსაფრთხოების მაღალი დონით გამოირჩევა, ხანგრძლივ ლაბორატორიულ შემოწმებას გადის და ფლობს ISO სერტიფიკატს. თერმოინდუსტრია მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს დასაქმებული სპეციალისტების კვალიფიკაციას, ამიტომ პერსონალის გადამზადება კომპანიაში უწყვეტი პროცესია.

თერმოინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შორის გამოიყოფა ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბები. თუ გათბობის ქვაბს საცხოვრებელი ბინისთვის არჩევთ, ყველაზე ეკონომიური ვარიანტი კომპაქტური კედლის ქვაბია, რომლის სიმძლავრე სახლის ფართობის მიხედვით განისაზღვრება. მისი შერჩევისას ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია, რადგან ცენტრალური გათბობის ქვაბი თქვენს კომფორტზე გრძელვადიანი პერიოდით ზრუნავს.

ბინისთვის გათბობის ქვაბის შერჩევისას რამოდენიმე დეტალს მიაქციეთ ყურადღება. თუ ბინა შავ კარკასულ მდგომარეობაშია, უმჯობესია მილები იატაკში მოთავსდეს, ხოლო თუ გარემონტებულია, მილები კედლებზე უნდა გაიყვანოთ. ამ ვარიანტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თუ მილები დაზიანდება იატაკის აყრა არ მოგიწევთ და ხარვეზს მარტივად გაუმკლავდებით.

ცენტრალური გათბობის სისტემის შერჩევისას აუცილებელია შეიძინოთ რადიატორიც. ოპტიმალური ვარიანტის შერჩევისთვის უნდა გამოთვალოთ ბინის თბოდანაკარგი სპეციალური ფორმულით და კედლების მასალის მიხედვით გაიანგარიშოთ მაჩვენებელი. არსებობს ალუმინის და ფოლადის რადიატორები. ალუმინისგან დამზადებული რადიატორი მოქნილი და სექციურად მარტივად დასაშლელია, ხოლო ფოლადის რადიატორები სტანდარტული ზომებით იწარმოება და დაბალ ტემპერატურაზე მუშაობისას შეფერხებები არ ახასიათებს. თუ გსურთ ყველაზე გამძლე რადიატორი შეარჩიოთ, რომლის ექსპლუატაციის ვადა 50 წელია, მაშინ არჩევანი თუჯის ნაწარმზე შეაჩერეთ. ის სითბოს დიდხანს ინარჩუნებს და კოროზიამედეგობით გამოირჩევა. სადაც განიერი კედლებია იქ ნაკლები სექციების დაყენებაა საჭირო, სადაც ვიტრაჟებია და სახლს გვერდით მცხოვრები არ ჰყავს, მაშინ თბოდანაკარგი მეტი იქნება.

ანტიფრიზის გამოყენება ცენტრალური გათბობის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ანტიფრიზი იცავს, აშრობს რეზინს, იცავს ქვაბს ნალექისგან და სისტემის უჟანგავობას განაპირობებს. გათბობის ქვაბის შერჩევა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რათა ცენტრალური გათბობის სისტემის გამართული მუშაობით, მეტი კომფორტი ნაკლები დანახარჯებით მიიღოთ.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი