უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
ეკონომიკა
ცესკო საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელია
საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი კიდევ ერთხელ გახდა. ცესკო საარჩევნო საკითხთა მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარდგენილ ორ ნომინაციაში - „უმცირესობების ჩართულობა“ და „მოქალაქეების ჩართულობა“ ფინალისტთა შორის იყო და გამარჯვება „უმცირესობების ჩართულობის“ ნომინაციაში მოიპოვა.
საერთაშორისო საარჩევნო ჯილდო ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გადაეცა, - აცნობეს მედიანიუსს ცესკო-დან.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ლიდერად დასახელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო გარემოს შექმნაში. აღნიშნულ ნომინაციაში ფინალისტთა შორის ასევე იყვნენ - კამერუნისა და ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციები. რაც შეეხება ნომინაციას, „მოქალაქეების ჩართულობა“ , საქართველოსთან ერთად ფინალისტთა შორის ინდოეთის, ალბანეთისა და შრი ლანკას საარჩევნო კომისიები მოხვდნენ.