უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 ივლისი, 2018 11:55
font-size

ცვლილებებით იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონებების დაგირავება - ირაკლი კოვზანაძე

ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები დამკვიდრდება, რომლის ფარგლებშიც რეგულაციები შეეხება იმ პირებს, რომლებიც დაკავებული არიან სესხების გაცემით და ქონების დაგირავებით, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

„მამუკა ბახტაძის ინიციატივები, რომელიც მან ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დააანონსა, ეხმიანება იმ მწვავე პრობლემას, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის კერძო მევახშეებთან ქონების დაგირავებას უკავშირდება. ეს ათეულ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს მძიმე ტვირთად აწევს. ეს არამხოლოდ სოციალური, არამედ მაკროეკონომიკური საკითხიცაა, ვინაიდან ეს ადამიანები იძულებით ამოვარდნილები არიან ეკონომიკის კვლავწარმოების პროცესიიდან. ხოლო ჭარბვალიანობა ხელს უშლის სიღარიბის შემცირებას და ეკონომიკური ზრდის თითოეულ ოჯახამდე დასვლას. ამიტომ რეგულაციები ამ სფეროში საჭიროა. აღნიშნული ცვლილებებით იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონებების, ავტომობილების და და უძრავი ქონებების დაგირავება. ასევე წესდება ლიმიტები, სესხების პროცენტების მაქსიმალური ზღვარი (მაგ: ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 % -მდე) ჯარიმებისა და საურავების ოდენობაზე და ა.შ.

ჭარბვალიანობის შემცირება დადებითად იმოქმედებს როგორც ეკონომიკაზე, ასევე საქართველოს მოსახლეობას შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი