უკან

ეკონომიკა

15 ოქტომბერი, 2018 15:00
font-size

თუ თურქეთში ვითარება უფრო მეტად არ გამწვავდა, ვფიქრობთ, საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება - კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფინანსურ გამოცემა Global Finance-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ თურქეთში ვითარება მეტად არ გამწვავდება, საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.

„2014-2015 წლების კრიზისის შემდეგ, პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, ეკონომიკური ზრდა საქართველოში დაჩქარდა. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას ასევე შიდა მოთხოვნის გააქტიურება უწყობს ხელს. კერძოდ, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტის მოცულობა, ფულადი გზავნილები და ტურისტული შემოსავლები. გაუმჯობესებული საშინაო მაკროეკონომიკური გარემო და საერთაშორისო ეკონომიკური ვითარება ინვესტიციების ზრდასაც განაპირობებს. 2017 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

თუმცა, თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გავლენას ახდენს რეგიონის ეკონომიკებზე. კერძოდ, ეს კრიზისი საქართველოზე უმთავრესად უნდა გადმოიცეს ექსპორტის და ტურისტული შემოსავლების შემცირებისა და გაზრდილი იმპორტის გზით. თუ თურქეთში ვითარება უფრო მეტად არ გამწვავდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავაც იქნება ორიენტირებული ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში. აღნიშნული რეჟიმი საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს, მათ შორის რთული პერიოდების დროსაც“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

გვენეტაძემ განაცხადა, რომ საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკაა, რომელიც დამოკიდებულია იმპორტზე და რომელსაც ისტორიულად მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს.

„მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე გაცვლითი კურსის მერყეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია რისკებისა და მოწყვლადობების შემცირების კუთხით. ამ ეტაპზე, ეროვნული ბანკისთვის მთავარ გამოწვევას ფინანსური დოლარიზაცია წარმოადგენს. ამდენად, მნიშვნელოვანია დედოლარიზაციის პროცესების წახალისება და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინტერვიუში.

ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი