უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 ოქტომბერი, 2018 16:45
font-size

ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმის ჩატარებით საქართველო წარმოჩინდება, როგორც მზარდი ტურიზმის ქვეყანა - ირმა ქავთარაძე

23 – 26 ოქტომბერს საქართველო მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმს Welcome Challenge - ს უმასპინძლებს. ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება, პროექტ Check in Georgia -ს ფარგლებში გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო Welcome Challenge - სადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაში. მასთან ერთად, მედიის შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტურიზმის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, კომპანია „კავკაზუს თრეველის“ დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ და კომპანია „სიბისი ჯორჯიას“ დირექტორმა გელა ენდრიუ სულიმ უპასუხეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის განცხადებით, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმის ჩატარება ორმაგად მნიშვნელოვანია - ჯერ ერთი, ამით საქართველო მსოფლიო რუკაზე წარმოჩინდება, როგორც ტურიზმის ინდუსტრიის კუთხით მზარდი ქვეყანა, მეორეც, ეს კარგი შესაძლებელია ქართული სტარტაპ კომპანიებისთვის, საკუთარი ბიზნეს-იდეები გააცნონ საერთაშორისო ინვესტორებს და ამით მიეცეთ დაფინანსების მიღების შესაძლებლობა.

მსოფლიო ფორუმი ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. მათ შორის, პირველია სიმპოზიუმი, სადაც მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალები აუდიტორიას გაუზიარებენ თავიანთ ხედვას და გამოცდილებას. ასევე მოეწყობა სადისკუსიო პანელები და მასტერკლასები. გარდა ამისა, ფორუმზე მოეწყობა სტარტაპების შეჯიბრი. მასში მონაწილეობას მიიღებს წინასწარ შერჩეული 36 სტარტაპი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ირმა ქავთარაძის თქმით, მათ შორის, იქნება ორი ქართული სტარტაპიც. გარდა ამისა, 22 ოქტომბრამდე ქართული სტარტაპებიდან კიდევ ერთი მონაწილე შეირჩევა, რომელიც შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.

ფორუმი ასევე ითვალისწინებს შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, რომლებიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ მრგვალ მაგიდაში და ფორუმის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე დაგეგმილია ინვესტორთა და სტარტაპთა „მეტჩაპი“ და B2B შეხვედრები.

ფორუმის პარტნიორია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, მთავარი სპიკერი კი - Expedia-ს დამფუძნებელი, Virgin Group-ის მეწილე, აშშ-ს ტელე წამყვანი და მწერალი რიჩარდ ბანგსი. სპიკერებს შორის არიან: „National Geographic Traveler”-ის დამფუძნებელი დაუნ დრიუ, რომელიც გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო, ასევე Booking.com-ის TripAdvisor-ის მენეჯერები. ღონისძიებას დაესწრებიან ამერიკელი, იაპონელი და ევროპელი გამოცდილი ინვესტორები, ფონდების წარმომადგენლები და იურისტები.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი