უკან

ეკონომიკა

7 აპრილი, 2020 14:10
font-size

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება, რაც ეჭვებს აჩენს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ქვეყანაში გაუგებარი პროდუქტის იმპორტის რეკორდულ ზრდაზე მიუთითებს, რომელიც საქართველოში აქციზის გადასახადით დაბეგვრის გარეშე შემოდის და სავარაუდოდ, როგორც თხევადი საავტომობილო გაზი ისე იყიდება.

„ყოველდღიური ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს: უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე.

მისივე განცხადებით, აღნიშნული პროდუქტის იმპორტით მნიშვნელოვნად ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი და ამასთან, ბიზნესისთვის არაკონკურენტული გარემო ყალიბდება.

„მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის პროდუქტის - 1700 ტონის იმპორტი განხორციელდა. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ მისი შემდგომი რეალიზაცია ხდება, როგორც თხევადი საავტომობილო გაზი (LPG). ვინაიდან აღნიშნული სასაქონლო კოდი არ განეკუთვნება აქციზით დასაბეგრ პროდუქციას, შესაბამისად მისი იმპორტისას არ ხდება მასზე აქციზის გადახდა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტს.

ამასთან, შექმნილი არაკონკურენტული გარემოს გამო ზარალდებიან კეთილსინდისიერი მეწარმეები. ასევე ზარალდებიან მომხმარებლები, რომლებიც საბოლოო ჯამში იღებენ უხარისხო, არასტანდარტულ პროდუქტს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი, ანუ ამ გაუგებარი პროდუქტის იმპორტის რეკორდული ზრდა ფიქსირდება 2020 წლის მარტის თვეში, მაშინ როდესაც COVID 19-ის მიერ გამოწვეული პრობლემების გამო დაქვეითებულია ეკონომიკური აქტივობა და დაზარალებულია მთელი ქართული ბიზნესი, ხოლო ნავთობპროდუქტების საცალო ბაზარზე რეალიზაციის ვარდნა თითქმის 40%-ს შეადგენს.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთხელ გამოიტანა სააშკარაოზე ნავთობპროდუქტების და კერძოდ თხევადი გაზის ბაზარზე დაგროვილი მნიშვნელოვანი პრობლემები. მათ შორის, თხევადი გაზის ადეკვატური და სამართლიანი დაბეგვრის აუცილებლობა, ამ კუთხით ხარისხის სტანდარტის დანერგვის საჭიროება და მისი შემდგომი კონტროლი, იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ხარისხის პერმანენტული კონტროლის აუცილებლობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ თხევადი გაზის სამართლიან დაბეგვრასთან და ზემოთ აღნიშნული კოდის საშუალებით პროდუქციის იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების საკანონმდებლო დონეზე მოსაგვარებლად საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უკვე წინადადებებით მიმართა საქართველოს პარლამენტს. თუმცა, შექმნილი ობიქტური გარემოებების გამო, საკითხის განხილვა პარლამენტში შესაძლოა გაჭიანურდეს. ამით კი, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან კარგად სარგებლობენ ის ბიზნეს ჯგუფები, რომელთა ბიზნეს ანატომიაც უკანონო ბიზნეს საქმიანობასა და სხვადასხვა მაქინაციებზე იყო და არის აგებული.

საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე ვაპირებთ აქტიურად ვიმუშაოთ ფინანსთა სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ დანაყოფებთან ზემოაღნიშული თითოეული ფაქტის გამოვლენის, შესწავლისა და მათზე სწრაფი რეაგირების კუთხით. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოშიც უნდა დამკვიდრდეს ბიზნესის წარმოების სამართლიანი პრაქტიკა, როდესაც არავის მიეცემა იმის უფლება, რომ თავი აარიდოს გადასახადების გადახდას და გამდიდრდეს ამ სრულიად მანკიერი გზით. ამ ტიპის მაქინაციები მთლიანად უთხრის ძირს კეთილსინდისიერი ბიზნესის კეთების ფუნდამენტურ საფუძვლებს და ყველასათვის თანაბარი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს არსებობას. აღნიშნული ასევე იწვევს წესიერად მომუშავე მეწარმეების სრულ დემოტივაციას. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან ამ თემით და ამ მწვავე პრობლემას უახლოეს დღეებში მოაგვარებენ. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კი გააგრძელებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში ობიექტური და სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას”,-აღნიშნავს შავლეგ მიშველაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი